Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ულტიმატუმს უყენებს პარლამენტს, რომ თუ მე ვინც მინდა, იმას არ განიხილავთ, მაშინ არაფერში ჩავერთვები. რაში ჩართულან, რომ მათი ჩართვა იყოს ახლა მნიშვნელოვანი

მარშალ პრესი 05/11/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ულტიმატუმს უყენებს მთლიანად პარლამენტს, რომ თუ მე ვინც მინდა, მხოლოდ იმას არ განიხილავთ, მაშინ მე არაფერში არ ჩავერთვები. რაში ჩართულან, რომ ამაში ჩართვა იყოს ახლა მნიშვნელოვანი? არც არაფერში ჩართულან აქამდე და ახლაც თუ არ ჩაერთვებიან, ამით არაფერი დააკლდება პროცესს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენობის ყველა კანდიდატთან ჩატარდა გასაუბრება და პარლამენტს ახლა აქვს შესაძლებლობა, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ყველა კანდიდატთან მოხდა გასაუბრება, ზოგიერთმა კანდიდატმა საკმაოდ უხეშად, უპატივცემულო გამოხატვის ფორმით თავი აარიდა პარლამენტში გასაუბრებას, კონკრეტულად ჯანეზაშვილმა. ამით მან ფაქტობრივად, აჩვენა რომ ის სახალხო დამცველის რეალური კანდიდატი კი არა, ანგაჟირებული, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გამომხატველი იყო. ამაში ნათლად გამოაჩინა თავისი თავი და ყველა მის თითქოსდა, საქმიანობას, როცა უნდოდა, რომ მათ შორის, სასამართლოს საქმეში, როგორც ექსპერტი დამოუკიდებელი პოზიციის გამომხატველი ყოფილიყო. ყველაფერ ამას, თავისი ამ განცხადებით, ხაზი გადაუსვა. ჩვენ დავინახეთ ცხრამეტივე ადამიანის უნარები, შესაძლებლობები, მათი სახე, მათი განვლილი გზა და მათი მომავალი ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევანი დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება. ეს იყო ამ პროცესის მთავარი მიზანი, რომ პარლამენტს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ, როგორც ვთქვით, კანდიდატს არ ვაყენებთ, მაგრამ ცხრამეტივე ადამიანი კანდიდატად უკვე დაყენებულია, ამიტომ აქედან, ჩვენ ასარჩევი გვეყოლება – ერთი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი დაასრულა. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძეზე: ამ ტროიკას რა შედეგი უნდა ჰქონდეს? ისევ 1 ან 1,5 პროცენტი, ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ
Next: ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ამ სამეულის მიზანი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი – ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას და მეორე – რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი ოლიგარქიული დაფინანსებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.