ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, ბანერები არის მადლიერი ხალხის საჩუქარი ოპოზიციისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით

409
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ბანერები ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ჩანს, არის მადლიერი ხალხის საჩუქარი ოპოზიციისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქალაქში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით, რომლებზეც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

​„ბანერებს რაც შეეხება, ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის, როგორც ჩანს მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით და მეგის ქარდავაც, სააკაშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად, განასახიერებენ სწორედ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამძიმებდა საზოგადოებაში ვითარებას.

ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები ამ საზოგადოებაში, თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია თავისი სამი პარტიული კუთვნილი ტელევიზიით. ეს არის მთავარი პოლარიზატორი ამ ქვეყანაში. დანარჩენი არის, როგორც ჩანს, საზოგადოების პასუხი ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება