თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ 15 პირიდან 12 პატიმრობა შეუფარდა, სამი პირი კი აღკვეთის გარეშე დატოვა

194
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ 15 პირიდან 12 პატიმრობა შეუფარდა, 3 პირი კი აღკვეთის გარეშე დატოვა.

როგორც მოსამართლე ალექსანდე იაშვილმა განმარტა, სამი პირი იმყოფება ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არის მსჯავრდებულები და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი პატიმრობის გამოყენების.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად გირაოს 2 000-დან 7 000 ლარამდე სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე ითხოვდა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებით სახით გამოყენებული ყოფილიყო სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობა, რადგან პროკურორის განმარტებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

საგამოძიებო უწყება 15 დაკავებულს ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

სასამართლო პროცესს დარბაზში ესწრებოდა 11 ბრალდებული, სამი დისტანციურ რეჟიმში პენიტენციური დაწესებულებიდან ადევნებდა თვალს სასამართლო სხდომის მიმდინარეობს, ერთმა კი დატოვა საქართველოს ტერიტორია და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება