Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება

მარშალ პრესი 04/11/2022
ავთანდილ თალაკვაძე

სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ ვასრულებთ ჩვენს მიერ მოცემულ კიდევ ერთ პირობას და ვი – წყებთ ჯუმათის გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. ამ მიზნით ტენდერი იყო გამოცხადებული, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ჯამში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მეორე ფაზა კი მომავალ წელს არის დაგეგმილი და მისი დასრულების შედეგად, იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯუმათის უძველეს მონასტრამდე მივა.

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელზეც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვსაუბრობდით. ამ გზის რეაბილიტაციით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება, რაც ხელს შეუწყობს მობილობის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტის ამ ისტორიული ადგილის განვითარებას და მეტი ტურისტის მოზიდვასაც“, აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება
Next: ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.