მერობის კანდიდატის შეხვედრა საკაურას ხეობის მოსახლეობასთან

69
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი
სერგო ხიდეშელი აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს ონის მუნიციპალიტეტის
სოფლების მოსახლეობასთან.
ამჯერად მშობლიური საკაურას ხეობის სოფლების, ხიდეშლების, მაჟიეთისა და
საკაოს მოსახლეობას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’
მაჟორიტარი დეპატატობის კანდიდატთან, ვლადიმერ ბერელიძესთან ერთად
შეხვდა.
“განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება საკაურას ხეობის მიმართ, სადაც
ბავშვობა გავატარე და გამორჩეულად მიყვარს და პატივს ვცემ თითოეულ აქ
მაცხოვრებელ ადამიანს.
დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გპირდებით, იმედს არ
გაგიცრუებთ!“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება