Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არც ერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არც ერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენი, მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე იყო დაახლოებით 4 250 დოლარი გასული წლის დასაწყისში. მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა იყო 4 200 დოლარი, პირველი ორი თვე, შარშან გვქონდა მინუსი, ანუ იანვარ-თებერვალი იყო ეკონომიკის კლება. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არცერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა.

შარშანდელი წელი, მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, დავხურეთ 10,4 %, რაც იყო მეორე მაჩვენებელი ევროპაში ირლანდიის შემდეგ. წელსაც, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით გვაქვს 10,2% ეკონომიკური ზრდა, რითაც ვართ პირველ ადგილზე მთელს კონტინენტზე. და ნავარაუდებია, რომ წლის ბოლოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება. ჩვენი ეკონომიკა ღარიბაშვილის გაპრემიერების დროს თუ იყო დაახლოებით 4 200 დოლარი, ამ წლის ბოლოს იქნება მინიმუმ 6 800 დოლარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მე არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე – კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი თქვა, მაგრამ ისტერიული ტონის გარეშე – კახა კახიშვილი
Next: ირაკლი კობახიძე: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და დღეს ჰქვიათ ეკა გიგაურს და ნინო დოლიძეს, როგორ შეიძლება ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.