Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 100 და მეტი წლის წინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და დღეს სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიათ ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

არის რამდენიმე მდიდარი NGO და ისინი ქმნიან ერთობლივად კლანს. კლანი არიას ადამიანების ერთობა, რომლებიც შეკავშირებული არიან გარკვეული ერთობით. ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ინტერესები. მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები და აქვთ შესაბამისი გავლენა არა რეპუტაციის ხარჯზე, არამედ ფინანსური რესურსის ხარჯზე. ამის წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ამ ადამიანებს? ჩვენ ხო ვიცით მათი მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და კეთილსინდიერება. საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებთაც ჰქვიათ სამოქალაქო საზოგადოება. 100 და მეტი წლის წინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და დღეს სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიათ ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ამ ადამიანებს. აქეთ არის ილია ჭავჭავაძე და იქით ეკა გიგაური. როგორ შეიძლება ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება? ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს კლანი ამბობს, რომ სასამართლოში არის კლანი. ამ დროს სინამდვილეში კლანი არიან ისინი“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. არავის აქვს უფლება ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
Next: მე არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე – კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი თქვა, მაგრამ ისტერიული ტონის გარეშე – კახა კახიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.