Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ყველა ვინც მას ებრძვის, ის ებრძვის სტაბილურობას და მშვიდობას – ისინი არიან ომის პარტია

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

ისინი დღესაც შოკში არიან და აგრძელებენ ბრძოლას ადამიანთან, რომელიც არ არის საერთოდ პოლიტიკაში, წარმოუდგენელი რაღაცაა. სინამდვილეში, ისინი ებრძვიან ფაქტორს. ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

კობახიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში დღემდე წარმოადგენს მშვიდობის და სტაბილურობის ფაქტორს და ვინც მას ებრძვის, ის ებრძვის სწორედ ამ ფაქტორს.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ამ შეტევის საბოლოო მიზანი, რომელიც ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე, არის ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ისინი არიან ომის პარტია და მათთვის ერთადერთი შანსი არის სწორედ მშვიდობის და არეულობის დარღვევაში.

„ადამიანი რომელიც საერთოდ არ ერთვება პოლიტიკურ პროცესში, დღემდე არის ფაქტორი და ასე იქნება მომავალშიც და ყველა ვინც მას ებრძვის, სწორედ ამ ფაქტორს და ამ შედეგს ებრძვის, ეს შედეგი არის სტაბილურობა, სიმშვიდე და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში, მთავარი მიზანი არის არა პიროვნებასთან დაპირისპირება, ეს პიროვნებასთან დაპირისპირება არის გზა იმ მიზნისკენ, და მიზანი არის ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, სიმშვიდის არევა და მშვიდობის დარღვევა. ეს არის პირდაპირი საბოლოო მიზანი ამ შეტევის, რომელიც ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე იმიტომ, რომ ის არის ფაქტორი მშვიდობის, სიმშვიდის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამას ებრძვიან, მშვიდობას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში. ესენი არიან ომის პარტია, პირდაპირ, ყოველ ჯერზე ისინი ამას ამტკიცებენ. ისინი არიან პარტია, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში არეულობა და მათთვის ერთადერთი შანსი არის სწორედ მშვიდობის და არეულობის დარღვევაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: აღფრთოვანებული ვარ, რომ ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის არტისტად მესამე ვადით აირჩიეს
Next: ირაკლი კობახიძე: ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარშემო, რომელსაც არ შეეხო რაღაც ფორმით ან ომი ან ეკონომიკური კრიზისი – ამ დროს ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.