თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში შეხვედრები გამართა

115
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ამჯერად, უზუნთულას, ხორნაბუჯის, ჭოეთისა და ლამბალოს მოსახლოებას შეხვდა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს აპარატის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. შეხვედრებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა დღესდღეობით ერთადერთი ქმედითი საშუალებაა პანდემიის დასამარცხებლად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა. თეა ახვლედიანმა სოფელ ჭოეთში ბოშათა თემთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის ცოდნის და ბოშა ბავშვების ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე მათ ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულყოფილი ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მომზადებული საინფორმაციო მასალები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან შეხვედრით სრულდება ჩემი სამუშაო ვიზიტი კახეთში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გავმართეთ მრავალი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. ვიზიტი ჯამში იყო ძალიან ნაყოფიერი, შედეგიანი და ძალიან დატვირთული. საზგასასმელი და მისასალმებელია, რომ თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოიხატა მზარდი და მაღალი ინტერესი სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიმართ, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანების განხორციელების პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე შევხვდით ბოშათა თემს და ვეწვიეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯს, სადაც ჰარმონიულად ცხოვრობს მრავალი ეთნოსის – რუსული, უკრაინული, ბერძნული, აზერბაიჯანული, სომხური, ოსური ეთნოსის წარმომადგენლები და მათ ამ ეტაპზე უკვე აღარ გააჩნიათ სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება