Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა

მარშალ პრესი 03/11/2022
qarselaZe

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ჟანგ ნიანშანს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში აზიის განვითარების ბანკის მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი მონაწილეობისთვის. მინისტრმა სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების პროგრესზე. მათ შორის, ისაუბრა რიკოთის მაგისტრალური გზის, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისა და მისასვლელი გზის, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემებისა და საბავშვო ბაღების, ქუთაისის ოლიმპიური აუზისა და რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობის, ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების და სხვა პროექტების მიმდინარეობაზე.

ჟანგ ნიანშანმა ხაზგასმით აღნიშნა და დადებითად შეაფასა პროექტების შესრულების შედეგები, მათი მიმდინარეობის პროგრესი და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 2 მილიარდამდე ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. პროექტები მოიცავს, როგორც ურბანული განახლების, ისე საავტომობილო მაგისტრალური გზების, წყალმომარაგების სისტემების, სპორტული კომპლექსების და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას

Post navigation

Previous: ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” – ნონა მამულაშვილი
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.