Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ფერაძე: 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შრომითი უფლებების მიმართულებით 15 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო

მარშალ პრესი 03/11/2022
ბექა ფერაძე

1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შრომითი უფლებების მიმართულებით 15 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო, – ეს განცხადება მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ პარლამენტში, 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

„შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, უწყება უფლებამოსილი გახდა ინსპექტირება განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიც არის დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და სხვა.

2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოისმინა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: „ნაცოპოზიციის“ ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მანიპულატორმა თამარ კინწურაშვილმა და მისმა „მითების დეტექტორმა” მორიგ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება
Next: „ნაცოპოზიციის“ ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მანიპულატორმა თამარ კინწურაშვილმა და მისმა „მითების დეტექტორმა” მორიგ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.