ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ დაგვხვდა მასალა, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მათ შორის უცხოელ დიპლომატებზე, ეს ჩანაწერები გავანადგურეთ, მაგრამ, ეს არ გამორიცხავს, რომ ასლები ბევრს გაეტანა და გაიტანეს კიდეც

227
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საზოგადოების დიდი ნაწილის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნა, მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ „ქართულ ოცნებას“, ის არქივები, რაც დახვდა, განადგურებულიყო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, უკანონო მიყურადების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა განადგურდა.

„მოგეხსენებათ, მე მაშინ ვიყავი მინისტრი და მოჰქონდათ კასრებით და ათასი საშუალებით მთელი საარქივო მასალა, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ფარული მიყურადების მეშვეობით გაკეთებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მათ შორის უცხოელ დიპლომატებზე გადაღებული უკანონო ჩანაწერები. მაშინ კონსენსუსი შედგა, შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიყვანეთ არასამთავრობო ორგანიზაცია და ეს ჩანაწერები გავანადგურეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმდენად გავრცელებული და მასობრივი იყო, ყველას ჰქონდა ამაზე წვდომა, გამორიცხული არ იყო, ასლები ბევრს გაეტანა და გაიტანეს კიდეც. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, მომდევნო წლებში არაერთი ვიდეოფაილის გაჟონვა თუ შეგნებულად გავრცელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება