Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში

მარშალ პრესი 03/11/2022
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ – როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში.

“ეგ კი არა და პირიქით, თავად მათი დამფინანსებლები ექცეოდნენ დეოლიგარქიის კანონის ქვეშ, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი – „ოცნების“ კანონიაო. მისივე თქმით, მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება. „როგორ არ იფაფხურეს, რას არ მიედ-მოედნენ, ჯერ ატეხეს ჭყივილი უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ იდეალურიაო, აი ახლა კი მივწვდებით ბიძინა ივანიშვილსო.

იქ ვიღაც რასა იუკნევიჩიანე გამოხტა „დებიძინიზაცია“ თქვა და ამაზე საერთოდ ნეტარებას მიეცნენ. და როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, დაფიქრდნენ (ხანდახან იციან დაფიქრება), მიხვდნენ რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში. ეგ კი არა და პირიქით, თავად მათი დამფინანსებლები ექცეოდნენ დეოლიგარქიის კანონის ქვეშ, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი – „ოცნების“ კანონიაო. არადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაფიოდ თქვა – რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა საქმე იმპლემენტაციაზეა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ შედეგი პრაქტიკულ ასპექტში. კი ბატონო, მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

https://mpn.ge/wp-content/uploads/2022/11/313400105_432464695711253_3670810043852382813_n.mp4

Post navigation

Previous: რას ამბობდა ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინულ კანონზე (ვიდეო)
Next: საქართველოს პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.