არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე – როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ჩემს შეცდომად ვთვლი რომ მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე – უგულავა

1087
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე, – ასე ეხმაურება ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.

ამასთან, მისი თქმით, მეგის ქარდავას არ ექნება საშუალება, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

„დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები? ვერასდროს ვერ დაბრუნდება თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა მას საქართველოში საშუალება, რომ ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო? არა, იმიტომ, რომ ივანიშვილის სასამართლო არის პროპაგანდისტული. შესაბამისად, ყველაფერს იყენებენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ პროპაგანდისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პირში ჩადებული სასქესო ორგანო, აღგზნებული სააკაშვილი და გაუპატიურების, მკვლელობის, წამების კატალოგები (ვიდეო) +18

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება