IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოს“ კლასტერით ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი კვირას საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაღაცნაირად ცდილობენ ფონის შექმნას, რათა ეს არ გააკეთონ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თავდაცვის საკითხებში მრჩეველის, მაიკლ კარპენტერისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზანია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის არდაჭერა და სწორედ ამის შედეგია აღნიშნული განცხადებები.

„ასეთი ცალკეული განცხადებების კომენტირება მე მგონი, ჩვენი მხრიდან სწორი აღარ არის, რადგან ყველამ ვიცით, რა არის საერთო სურათი. საერთო სურათი არის, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი და პროდასავლური ხელისუფლება და საქართველოს ჰყავს სუსტი ოპოზიცია. საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც აკეთებს მუდმივად რუსულ საქმეს საქართველოში. ჯერ 9 წლის განმავლობაში, შემდეგ 8 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში.

ეს ყველამ იცის, საზოგადოებამ იცის და საერთაშორისო ინსტიტუტებმაც იციან ეს ყველაფერი. ცალკეული განცხადებების კომენტირებამ საერთოდ აზრი დაკარგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება