Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოლდოვაც გეგმავს, უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს – არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე

მარშალ პრესი 02/11/2022
თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელის გათვალისწინებას მოლდოვაც გეგმავს – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი.

„რადიკალური ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული, ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობით და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და კანონი და მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს. შესაბამისად, იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში სწორედ მათ, შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები. მოლდოვაც გეგმავს, რომ უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს. ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი. ისინი ამბობენ, ჩვენ ჩვენი ქართული მოდელი უნდა შევქმნათო. ეს ქართული მოდელი მათ ფანტაზიაში და მათი გადმოსახედიდან არის ორ სიტყვიანი კანონის მიღება, სადაც ჩაწერილი იქნება მხოლოდ სახელი და გვარი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან მათ მხარეს, დავით კეზერაშვილმა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს
Next: აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.