Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათი გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც დააკლდება – ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძეზე

მარშალ პრესი 02/11/2022
ირაკლი კობახიძე

მათი გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც დააკლდება – მათი თვითმიზანია, ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების პირველივე პუნქტის შესრულებას,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, ისინი ასე გააგრძელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს.

“მათ პარლამენტში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს, ვაშაძის, ჯაფარიძე თუ არ ვცდები, გასულია უკვე, გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც არაფერი დააკლდება. რაც შეეხება მათ უხამს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, აქედან ჩანს რა? – 12 პუნქტიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, მათი ერთ-ერთი თვითმიზანი ის არის, რომ ხელი შეუშალონ პირველივე პუნქტის შესრულებას. ისინი ასე გააგრძელებენ მოქმედებას, გააგრძელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს ამ ყველაფრიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ” პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის პარლამენტი დატოვოს.

“მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება, როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Post navigation

Previous: მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია – კახა კალაძე
Next: თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამია საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.