ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქეს შეეძლოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვება და შემდეგ არ დაგვჭირდეს სხვისი დასკვნები

304
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კარგია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო.

მისი თქმით, ბევრი საკითხია, რომელზეც უნდა იმსჯელონ, თუმცა როგორც განმარტავს, თავად ცესკო-ს შემადგენლობის დიდი ნაწილის პროფესიული ნიშნით დანიშვნის წინააღმდეგია.

რაქვიაშვილის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესაძლებლობა ექნება.

„კარგია, რომ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა. ეს არა მარტო შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილია, არამედ ერთ-ერთი გზა, გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ არჩევნების შემდეგ მეტჯერ აღარ გვქონდეს პრობლემა.

უშუალოდ რაც ეხება დაგეგმილ რეფორმებს, ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რომ ცესკო-ს შემადგენლობის დიდი ნაწილი პროფესიული ნიშნით იყოს დანიშნული, რადგან ეს ფაქტობრივად იქნება ინსტრუმენტი, რომ მმართველმა გუნდმა დააკომპლექტოს ცესკო, თუმცა ამ საკითხში  ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედარებით. ჩვენი ზოგადი მიზანია, ისეთი ტიპის პროცესები ავაწყოთ, მათ შორის ეს იყო „გირჩის“ მხრიდან გაჟღერებული ოპოზიციურ შეთანხმებებში და მოლაპარაკებების დროს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს საარჩევნო პროცესი, ყველა მოქალაქეს შეეძლოს, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და შემდეგ არ დაგვჭირდეს სხვისი რჩევები, დაკვირვებები და დასკვნები იმის თაობაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები ამა თუ იმ უბანზე. ეს არც ისე რთულია და თუ ეს პროცესი საბოლოო ჯამში ასახული იქნება საარჩევნო რეფორმაში, ძალიან გაგვიხარდება და დარწმუნებული ვარ, შემდგომში სულ სხვა არჩევნებს მივიღებთ“, –  განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება