პირში ჩადებული სასქესო ორგანო, აღგზნებული სააკაშვილი და გაუპატიურების, მკვლელობის, წამების კატალოგები (ვიდეო) +18

13309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
როგორც იქნა ჩამოათრიეს ცოცხლად მოვლენილი წყეული და ციხის ჯოჯოხეთის ყველაზე დიდი დემონი მეგის ქარდავა.
უღრმესი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტსრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეძლო შეუძლებელი, გაარღვია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი მოჯადოებული წრე, ჩავიდა უკრაინაში და “ნაცებს” შეუსრულა, გიული დედა უტირა და მეგის ქარდავა ყურებით ჩამოათრია.
ახლა კი თავად მეგისზე:

აკოცა ქართულ მიწას, იმ პირით საიდანაც ყველაზე ხშირად ისმოდა ბრძანებები: მოკალით, მოტ@ანით, აწამეთ, ფრჩხილები დააძრეთ, დალეწეთ, დენზე შეაერთეთ, პირში მიეცით, ხერხემალში გადატეხე და კიდევ უამრავი რამ, რისი წარმოდგენაც ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის შეუძლებელია.
ასობით უდანაშაულო ადამიანმა და პატიმარმა გაიარა მის ხელში და მათგან ბევრი გამოასალმა სიცოცხლეს, ზოგიც ჭკუიდან შეიშალა მეგისის სადისტური მიდრეკილებებისა და დაუოკებელი მკვლელობის სურვილის გამო.
ჩამოათრიეს სააკაშვილის პირადი შემსრულებელი სადისტი და მკვლელი, რომელიც ფირებზე აღბეჭდავდა ციხის საკნებში კაცების გაუპატიურებას, ცემას და მკვლელობებს, ხოლო შემდეგ, კოკაინისგან ჩაკაიფებულ და გადამძღარ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში დიდ ეკრანზე აყურებინებდა, იღზნებოდა სააკაშვილი და იმატებდა მეგისის მადაც, კატალოგებად ჰქონდა დაწყობილი: მკვლელობის, წამების, გაუპატიურების ვიდეოები.
ორჯერ დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა მეგისი, ოსტატურად გამოვლენილი სადიზმისა და გაუპატიურების პორნო ვიდეოების გამო.
ხოშზე მოდიოდა მიშა და ხოშს უსწორებდა მეგისი. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 11 სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული ამ დემონს, ასეულობით საქმის ჩაფარცვხა მოასწრეს და მიუხედავად ამისა 11 მაინც დარჩა.
სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეშლილი ფსიქოფატი დღევანდელ ქართულ ციხეში შედის, სადაც პატიმრებს ჟოლო მოყავთ.
სააკაშვილმა განწირული ცხოველის ინსტიქტით იგრძნო, რომ მეგის ქარდავა ყველაფერს დაფქვავს, ძალიან ეცადა ეს ექსტრადირება აეცილებინა, მისი რჩეული ჯალათისთვის, თუმცა უშედეგოდ.
რას იტყვის მეგისი? ალბათ ბევრ რამეს. შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი და ეგ საქართველოში ჩამომთრევი აღარაა.
და მაინც, ვინა რის მეგის ქარდავა?
მეგის ქარდავას საქმეები – “კასრების საქმე”, “ციხის ბუნტი”, “ნავთლუღის სპეცოპერააცია”, “სერგო თეთრაძის საქმე”, რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა…
მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავები სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის ეძებდა. რამდენიმე მკვლელობა, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა, სერგო თეთრაძის წამების ორგანიზება, ე.წ. კასრების საქმე და ა.შ.
სწორედ “კასრების საქმეზე” მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ქარდავამ საქართველოდან გაიტანა ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი და თითქოს ამით ვაჭრობასაც კი ცდილობდა.
“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი მიხეილ ბიბილურიძე ამბობდა:
“ციხეში ყოფნისას, ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს – დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს.
თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ…” – ყვება ბიბილურიძე.
ყველაზე მძიმე ბრალდებები კი ქარდავას “კასრების საქმეზე” აქვს წაყენებული.
2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურება იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა.
ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.
“კასრების საქმეზე” განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს – თ.უ. – ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.
სერგო თეთრაძის საქმე…
მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, მოსამართლის განაჩენით, მას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამებისა და გიორგი ჩიკვატიასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის.
პროკურატურის ცნობით, სწორედ ლონდარიძის მიერ წამების შედეგად მიცემული ჩვენება გახდა საფუძველი, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მასთან ერთად კიდევ სამი პირი (თავად დავით ლონდარიძე, გია გორელიშვილი და სერგო ჩაპალკინი).
ბრალდების ცნობით, მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალექსანდრე მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან” (სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი) და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად 4-5 საათის განმავლობაში საშინლად სცემა და აწამა.
პროკურატურის ვერსიით, აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, თუმცა ამ საქმეზე მისთვის საბოლოოდ ბრალი არ წარუდგენიათ.
პროკურატურის ცნობით, სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს ლონდარიძის ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. პროკურატურის ცნობით, ლონდარიძის ამგვარი ჩვენების საფუძველზე თეთრაძე და კიდევ სამი პირი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით.
პ.ს. ეს მათთვის, ვისაც დაავიწყდა ჩა-ხუთ-ულობის დროს. ყველა ნაცი, ვინც ხმას აძლევს 5-იანს არის მეგის ქარდავა.
პ.პ.ს ზუგდიდში დღემდე საუბრობენ, როგორ მიყავდა პირადად მეგის ქარდავას ქორწილებიდან გოგონები…
პ.პ.ს ვდებ ვიდეოს, ვისაც დაგავიწყდათ გაიხსენეთ. ეს კი საბუთები, რომელშიც ასახულია მიხეილ სააკაშვილის ბრძანება მეგის ქარდავას დაჯილდოების შესახებ:
სასწაულები ხდება:
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება