Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

„ბიჭის ხმა ისმოდა, მიშველეთო…“ – ზესტაფონში კაცმა საკუთარი მოგვარე მოკლა

მარშალ პრესი 01/11/2022
შსს მკვ

კაცმა კარის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა.

ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სოფელში ამ დრომდე არ იციან, თუ რას მოჰყვა ნათესავებს შორის დაპირისპირება, რომელიც სიკვდილით დასრულდა.

,,ბიჭის ხმა ისმოდა, მიშველეთო…

არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა მანამდე მათ შორის. იმ დღეს გავიგე ჩხუბისა და გინების ხმა. 

ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, არავინ იცის რა მოხდა.

თვითონ ჩაბარდა პოლიციას”, – ჰყვებიან სოფელში.

მომხდარის მიზეზი ბრალდებულს არც სასამართლოში განუმარტავს, მან დუმილის უფლება გამოიყენა.

დღეს საქართველოს პროკურატურამ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

Post navigation

Previous: ეკა კვესიტაძესა და ნიკა მელიას შორის საუბარი დაიძაბა – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
Next: ბათუმში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე გაუჩინარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.