მან არა მხოლოდ მტკიცებით ფორმაში “გვამცნო”, რომ ოპერატორი “გადმოაგდეს”, არამედ გვარაზმულ სტილში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა

330
წაკითხვა/ნახვა
mpn

“ლომჯარიას მოადგილე ლომჯარიასთან რომ დააბა, ორი ლომჯარია იქნებაო” – ძველი სახალხო დამცველური ანდაზა.”– ასე ეხმიანება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებას ქარელში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისში, მთავარი არხის ოპერატორი, სავარაუდოდ მოაჯირიდან გადმოვარდა, თუმცა სახალხო დამცველის მოადგილე უკვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ის გადმოაგდეს.

“როცა ამ ე.წ. სახალხო დამცველის და მისი თანამეინახეების განცხადებებს ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ მათ ზოგადი წარმოდგენაც არა აქვთ უფლებების დაცვაზე, იურიდიულ ნორმებზე, კოსტიტუციაზე და საერთოდ ადამიანურ მორალზე.

მან არა მხოლოდ მტკიცებით ფორმაში “გვამცნო”, რომ ოპერატორი “გადმოაგდეს”, არამედ გვარაზმულ სტილში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და “ჟურნალისტიც” მეორე სართულიდან მოისროლა. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ის მსგავსი სისულელეების როშვაში ბიუჯეტიდან საკმაოდ მსუყე ანაზღაურებას იღებს”- წერს გია გაბრიჭიძე.


იხილეთ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძის კომენტარი:

“შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს. არ ვიცი, რა შეიძლება ამას შევადარო, რა სახელი დავარქვა. ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და ნათელი მოეფინება ყველაფერს,“ – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე  გიორგი ბურჯანაძე

კომენტარები
mpn
მოწონება