Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

მარშალ პრესი 01/11/2022
მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიღების მნიშვნელობა, ასოცირების დღის წესრიგი და ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესი აღინიშნა.

ხაზი გაესვა საქართველოს პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხარეებმა, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მრავალწლიანი, მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ასევე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები მიესალმნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

დელეგაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იაპ ფრედერიკსი, ევროპული სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის კოორდინატორი ივეტე სეპესი და სამინისტროს ევროკავშირისა და ევროპის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.

Post navigation

Previous: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
Next: რეგიონში ჩვენ წარმოვადგენთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს – დავით მათიკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.