Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა

მარშალ პრესი 01/11/2022
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის კრიზისი კონსტრუქციულად მოგვარდება, ის ასევე წაახალისებს ნაბიჯების გადადგმას მოლაპარაკებების დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ. უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

Post navigation

Previous: სუსი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
Next: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.