IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„საკმაყოფილო ქვეყანაში არაფერი არ არის. ერთადერთი, რითიც ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ისაა, რომ ოპოზიციამ პირველად საქართველოს ისტორიაში მოახერხა უპრეცედენტო ერთობა. სრულიად განსხვავებული ხედვების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძინავს თუ ღვიძავს, ოცნებობს მართლა იმაზე, რომ ოპოზიციამ დახოცოს ერთმანეთი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე განსხვავებულ საკითხებზეც კი ძალიან კონსტრუქციულად ვმსჯელობთ“ – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავარია, რომ ოპოზიციამ ძირითად მიზანს მიაღწიოს.

„პირველი მიზანი არის საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომელშიც შედის კონსტიტუციური ცვლილებებიც და საარჩევნო კოდექსიც, მეორე მიზანი არის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს ეს იყო ოპოზიციის შუალედური გეგმა, იმისათვის, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს მაჟორიტარების უზურპაცია და ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს მრავალპარტიული პარლამენტი. ვფიქრობ, ამის მიღწევა მოხერხდება. ზოგი კანდიდატი მოგვწონს, ზოგი არ მოგვწონს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა ოლქში სავარაუდოდ ვერ შევთანხმდებით,მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს 30-ვე მაჟორიტარის უზურპირება, ეს არის მთავარი და ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ყველა საუბარი“– აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებს ხვალ, 12:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში წარადგენს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება