Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო შეძლებს და გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მარშალ პრესი 01/11/2022
მიხეილ დუნდუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში ყველა პარამეტრი უმჯობესდება.
მისი თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. დუნდუას ვარაუდით, სწორი რეფორმებით საქართველო შეძლებს და 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

,,ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში, ეს არის 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლის ბოლო ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და მართლაც, გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ასე რომ, ყველა პარამეტრი არის მწყობრში, ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა პარამეტრი, ყველა მიმართულება საქართველოში უმჯობესდება,’’ – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

Post navigation

Previous: ოპოზიციურ ფლანგზე ჰგონიათ, ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ, არადა, მხოლოდ საზოგადოება ზიანდება
Next: კანონს, რომელიც დაიწერა უკრაინაში ბედავენ და “ოცნების კანონპროექტს” უწოდებენ. ამაზე დიდი უტიფრობა გინახავთ ოდესმე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.