„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ერთ-ერთი საარჩევნო ზონის ხელმძღვანელმა დატოვა

230
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა წევრმა დატოვა. ზვიად ნანავა რომელიც ქალაქის მესამე საარჩევნო ზონას ხელმძღვანელობდა პარტიიდან წავიდა.

როგორც ის აცხადებს, ზუგდიდის საარჩევნო შტაბში შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც იძულებული გახდა პარტია დაეტოვებინა.

მისი განმარტებით, საარჩევნო შტაბი „ოკუპირებული“ აქვს ამავე შტაბის ხელმძღვანელსა ანი წითლიძეს და მის გარემოცვას, რომელიც არ იზიარებს პარტიის ცალკეული წევრების მოსაზრებებს და ხედვებს, რის გამოც პარტია დაყოფილია კლანებად.

სწორედ, ამ მიზეზების გამო ნანავა პასუხისმგებლობას ანი წითლიძეს აკისრებს და აცხადებს, რომ წითლიძე მოქმედებს თვითნებურად და შეუთანხმებლად რაც „ენმ“-ს ყოფილი წევრისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება გუნდურობის პრინციპს და აზიანებს პარტიას.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება