თბილისში, ქინძამარაულის ქუჩის შესახვევში მდებარე კორპუსის მე-3 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სახლი, სადაც ცეცხლი გაჩნდა დაკეტილი იყო, შესაბამისად არავინ არ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი იმყოფება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს უკვე გამოძიება დაადგენს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
