Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მერიის სამსახურებს ჯილდო გადაეცათ

მარშალ პრესი 01/11/2022
1

კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ გამართულ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIII ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც მიწვეულ იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მცხეთის მერიის საფინანსო და ქონების მართვის სამსახურებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ხოსრუაშვილმა, ქონების მართვის ელექტრონული პროგრამის ,,eproperty” დანერგვისა და აქტიური გამოყენებისთვის სიგელები გადასცა, ხოლო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ილია ციციშვილი დაჯილდოვდა მედლით- დამსახურებული
ფინანსისტი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ამერიკის, კანადის და ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციების პრეზიდენტებმა და პოლონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერებმა. კონფერენციაზე ძირითადად განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები და გაზიარებულ იქნა უცხო ქვეყნების გამოცდილებები.

Post navigation

Previous: რეკომენდატორებმა თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობით განსაზღვრონ, რას ნიშნავს ოლიგარქი და საკუთარი მაგალითის ფონზე მოგვთხოვონ რეკომენდაციების შესრულება!
Next: მცხეთის მერიაში მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.