მოსაშორებელი უნდა მოვიშოროთ, ანტისახელმწიფოებრივია სააკაშვილის, ამ უსამშობლო მოღალატის ყოველი განცხადება

410
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

იურისტი თამთა მეგრელიშვილი გაქცეულ მიხეილ სააკაშვილზე წერს:

მიხეილ საკაშვილი იყო პრეზიდენტი რომელმაც სახელმწიფოში ღამის მთავრობა შექმნა.

სააკაშვილის დავალებით პოლიცია ეჭვმიტანილებს ჩვენებებს წამებით სძალავდა;
სააკაშვილის დავალებით პროკურორები მინისტრების კარნახით მოქმედებდნენ;
სააკაშვილის დავალებით მოსამართლეებმა გამამართლებელი ვერდიქტები თითქმის დაივიწყეს და ადამიანებისთვის ულმობელი სასჯელები გამოჰქონდათ ( მაგალითად, ერთ ხანში შესულ ადამიანს სახელმწიფო ტყეში ფიჩხის შეგროვების გამო ხუთი წელი მიუსაჯეს);

სააკაშვილის დავალებით ციხეები პატიმრებს ვეღარ იტევდა (2012 წლისთვის გისოსებს მიღმა 22 000 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 0,7% იმყოფებოდა), ტუსაღები უკურნებელი ტუბერკულიოზით სნეულდებოდნენ.

სააკაშვილის დავალებით დაიგეგმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა.
ეს ყოველივე 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ აღიარა.
ეს გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა იყო და მართლაც 2008 წელს 12 თებერვალს 53 წლის სრულიად ჯანმრთელი ბადრი პატარკაციშვილი ინგლისში “მოულოდნელად” გარდაიცვალა.

სააკაშვილის დავალებით 2008 წელს გაიყიდა რუსეთ საქართველოს ომი.
მივიღეთ დიდი მსხვერპლი, დაკარგული სოფლები, ლტოლვილთა დიდი ნაკადი.
სააკაშვილის დავალებით ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებისაგან ამ ხალხის დასახმარებლად წამოსული ფულიც გაქრა.

2008 წლის ომის ღამეს მიხეილ სააკაშვილმა გამაოგნებელი თავდაჯერებულობით აღნიშნა “გამარჯვება” რადგან თბილისი თითქმის არ დაუბომბავთ, პუტინმა კი მუქარა ვერ შეასრულა და საქართველოს პრეზიდენტი გენიტალიებით ვერ დაკიდა.
სააკაშვილის დავალებით 2011 წელი 26 მაისი პოლიციამ დემონსტრაცია სასტიკად დაარბია: რამდენიმე ადამიანს ცემით სული ამოხადეს,შემდეგ კი ოთხი” ჯაშუში” ფოტოჟურნალისტი დააპატიმრეს.

სააკაშვილის ღამის მთავრობა დაშინება – დატუსაღებასა და გვამებზე იდგა.
სააკაშვილის პოლიტიკამ დააშინა ერი და შეიწირა არაერთი ოჯახი.
მოსახლეობის 0,7% იჯდა ციხეში და იტანდა სულისა და ხორცის გაუპატიურებას.
სააკაშვილმა მორალურად და ფსიქოლოგიურად დააჩოქა ერი,
სააკაშვილმა აწამა თქვენი შვილები,

სააკაშვილმა გაყიდა ქვეყნის ტერიტორიები წაგებამდე წაგებული ომით,
სააკაშვილმა აქცია პირადი ცხოვრება საჯარო იარაღად,
სააკაშვილმა გაამწარა ქართველი ხალხი.
გონს მოვეგოთ, გვამების შემკვეთი საკაშვილ მერაბიშვილ ახალაია კოდუების დრო არ უნდა დაბრუნდეს!

ანტისახელმწიფოებრივია სააკაშვილის, ამ უსამშობლო მოღალატის ყოველი განცხადება თუ ” ლაივი”. ის დასცინოდა და დღესაც ღიად დასცინის ერს, ჯარსა და ეკლესიას! მოსაშორებელი უნდა მოვიშოროთ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება