არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგანაც წელს ორი ქვეყანა ზეიმობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ განაცხადა.
„შეხვედრები გაიმართება მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილ საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები“, – განაცხადა კალანდაძემ.
