IMG.GE IMG.GE

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დიპლომატების შეხვედრაზე, კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრას  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.

ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება