გახარია – ხოჯევანიშვილი მიიღებს ციხეს -ვარლამ ხათრიძე

925
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ესეც ჩაივლის… გავრცელებული ჩანაწერებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების დაზიანება არის უსუსური მცდელობა.”– ასე ეხმიანება გავრცელებულ ჩანაწერებს შსს-ს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე და პასუხისმგებლობას შესაძლო მოსმენასა და თვალთვალზე, გახარიას გარემოცვის წარმომადგენელ გიორგი ხოჯევანიშვილს აკისრებს.

“სუსის სამსახურს არაფერში სჭირდება არაკომპეტენტურად შედგენილი არაფრისმთქმელი, უშინაარსო და ტყუილი ინფორმაციის შემცველი ცნობები…
პირადი ინტერესებისთვის უკანონო დავალებების შემსრულებელი თანამშრომლების მოქმედების გამო პასუხი უნდა აგოს თავად დამკვეთმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. სახეზეა თანამდებობის ბოროტად გამოყენება..

პოლიტიკური დივიდენდების არასწორი და უკანონო გზებით დაგროვების სანაცვლოდ გახარია – ხოჯევანიშვილი მიიღებს ციხეს. რაც შეეხება საბანაძის როლს ამ საქმეში, მალე გამჟღავნდება… გახარიას დევიზის აღსრულება – “ყველაფრის კადრება ყველაფრის ფასად” უკვე გამოჩნდა… დეტალებს გამოძიება დაადგენს”– წერს ვარლამ ხათრიძე

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება