Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაფარიძის ეს განცხადებას ადასტურებს, რომ ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩავერთოთ ომში და უბედურება დავმართოთ საკუთარ სამშობლოს

მარშალ პრესი 31/10/2022
ლადო ბოჟაძე

,,ზურა ,,გირჩი” ჯაფარიძე და გიორგი ,,ჭიჭე” ვაშაძე ბრიუსელში მხოლოდ სელფების გადასაღებად არ ჩასულან, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის ჩავიდნენ,’’ – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის ვიზიტს ბრიუსელში.

როგორც ბოჟაძე წერს, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუს.

,,ზურა ,,გირჩი” ჯაფარიძე და გიორგი ,,ჭიჭე” ვაშაძე ბრიუსელში მხოლოდ სელფების გადასაღებად არ ჩასულან, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის ჩავიდნენ, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჩავიდნენ, ჩამოსულებმა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით დაფინანსებული ელენე გავრილოვნასთან ერთობა შეკრეს და გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ საქართველოს ღალატს. ამათი მტკიცებით არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების უმრავლესობის შესრულებას, არც რეფორმების გატარებას, არც 12 რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აქვს აზრი, რადგან კანდიდატის სტატუსს მაინც არ მოგვცემენ, რადგან საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა, რადგან არ იბომბება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, აი სწორედ ამიტომ ,,დაგვსჯის” ევროკავშირი. კოლექტიურ ნაცმოძრაობას ომის და ღალატის პარტიას რომ ვუწოდებთ სწყინთ, არადა ჯაფარიძის ეს განცხადებას ადასტურებს რომ ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩავერთოთ ომში და უბედურება დავმართოთ საკუთარ სამშობლოს.
საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად!’’ – წერს ბოჟაძე.

Post navigation

Previous: ეს სუბიექტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას არ მოგვცემენ, რადგან რუსეთთან ომში არ ჩავებით – ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე
Next: ჩვენ მინიშნებებიც გვესმის და შენიღბულსაც ვხვდებით! გასაგებია, შეკითხვაზე – “გვინდა თუ არა ომი”, მოსახლეობის უმეტესობის პასუხს: “არა!” მოჰყვა ჩვენი დასჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.