Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2% ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში – პრემიერი

მარშალ პრესი 31/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2% ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

„მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2% ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
Next: ეს სუბიექტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას არ მოგვცემენ, რადგან რუსეთთან ომში არ ჩავებით – ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.