მსახიობმა მაკა მახარაძემ გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი დატოვა

683
წაკითხვა/ნახვა
mpn

მსახიობმა მაკა მახარაძემ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი დატოვა, რომელიც სულ რაღაც 4 დღის წინ აირჩიეს ამ გუნდის ხელმძღვანელად.

„აღარ ვარ იქ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო. არ არის ჩემი საქმე და მთელი ამბავი ეს არის. მე ამ საქმეში არ გამოვადგები არავის, მე ჩემი საქმე და პროფესია მაქვს. უბრალოდ აღმოვჩნდი მოულოდნელად გაუგებარ სიტუაციაში.

ბევრი ვიფიქრე, ვინერვიულე. არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა. არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ჩემი საქმე პოლიტიკასთან გაკარება“, – აღნიშნა მაკა მახარაძემ გამოცემა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში

კომენტარები
mpn
მოწონება