ირაკლი კობახიძე: ადრე ეკლესიებს ანგრევდნენ უროებით, ახლა ანგრევენ სიტყვით – ესენი არიან თანამედროვე ბოლშევიკები

271
წაკითხვა/ნახვა
mpn

ეკლესიაზე შეტევის რისკი წინასაარჩევნო პერიოდში იზრდება. ამ ყველაფრის გამოც მნიშვნელოვანია, რომ როდესაც 2 ოქტომბერი დადგება და ჩვენი საზოგადოება იფიქრებს, მივიდეს თუ არა საარჩევნო ყუთთან და ვის უნდა მისცეს ხმა. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ეს არჩევანი უკავშირდება ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმყარეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„ერთ მხარეს დგას პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი იდენტობის ეს ორი მთავარი ელემენტი. მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სწორედ ამ ორი ელემენტის შერყევაზეა ორიენტირებული. თუ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სახელმწიფოსა და ეკლესიის მყარად დგომას, ამ შემთხვევაში არჩევანი ნათელია. მათ მოქმედებას აქვს მარტივი სახელი, ბოლშევიზმი. 2021 წელს 100 წლის 1921 წლის წარსულში დაგვაბრუნეს. განსხვავება არის ერთი, მაშინ უროთი და ჩაქუჩით ანგრევდნენ ეკლესიებს. დღეს სიტყვით ცდილობენ ეკლესიის შერყევას. ეს არის ერთადერთი განსხვავება. „ნაცმოძრაობა“ თავსი ლიდერებით, მათი ტელევიზიების ლიდერები, გვარამია, მელაძე და ა.შ. ესენი არიან თანამედროვე ბოლშევიკები. მათ აქვთ კონკრეტული ამოცანა და ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო მიზნით ნაკარნახები ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში შეარყიონ ჩვენი ეროვნული იდენტობა. ისინი არიან ღამურები აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან. უსამშობლო ხალხია, ყველანაირი ღირებულებისგან დაცლილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება