ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე: მელიასთვის გადამდგარ კაცზე როცაა საუბარი, იქ ბუნებრივია ყველაფერი დღესავით ნათელია – ამაზე საზოგადოება სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება

214
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საერთოდ არ ვიცი, ამ ყველაფერზე რამდენად შეიძლება სეროზული განცხადება: ერთი, რომ ის ავთენტური თუ არაავთენტური ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება 2019-2021 წლის პერიოდს, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და როდესაც ეს სფერო ჩაბარებული ჰქონდა მისი გუნდის 2 წევრს: სუსის უფროსის მოადგილესა და მეორე უწყების ხელმძღვანელს – ასეთ დროს რომ ისრები სხვაგან გადაგაქვს, ეს ცალკე კომიკური მოვლენაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის ღირებულებებზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს.

„მელიასთვის გადამდგარ კაცზე როცაა საუბარი, იქ ბუნებრივია ყველაფერი დღესავით ნათელია და ამაზე საზოგადოება სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება. ამ კაცმა აქტუალობა საერთოდ დაკარგა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დასანანია თუნდაც ის 1-2 %, რომელსაც ის გვართმევს 2 ოქტომბერს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამომრჩევლის დაბრუნებასაც თუმცა არანაირი არსებითი გავლენის მოხდენა მას ამ არჩევნებზე არ შეუძლია არც თბილისში და არც საქართველოს მასშტაბით. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ნიკანორ მელიას ექნება მინუმუმ ორჯერ ნაკლები ხმა, კახი კალაძესთან შედარებით და გახარიას მელიაზე მინიმუმ ორჯერ ნაკლები ხმა ექნება და ეს არის მარტივი რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება