დავით ქართველიშვილი: ოპერატორს არანაირი სერიოზული დაზიანება არა აქვს მიღებული, მაგრამ საზოგადოება ითხოვს ძალადობის დამადასტურებელ კადრებს

403
წაკითხვა/ნახვა
mpn

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარ არხს“ მოუწოდებს, რომ ოპერატორზე ძალადობის ფაქტი გამოაქვეყნონ.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ქარელში დაშავდა ოპერატორი, რომელიც კიბის ბაქანზე უკუსვლით მოძრაობისას მოაჯირს წამოედო და დაეცა.

„ ჯერ არ გამქრალა მეხსიერებიდან ის საშინელი კადრები, როგორ „ძალადობდნენ“ ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმსახურნი ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და აგდებდნენ მათ ძირს მეუფის რეზიდენციის მეორე სართულის აივნიდან!

და აი მორიგი „ძალადობა“ ოპერატორზე! ქარელში გადაღების დროს, კიბის ბაქანზე, უკუსვლით მოძრაობისას, მოაჯირს წამოედო და პირველი თუ მეორე კიბის უჯრედიდან დაეცა „მთავარი არხის“ ოპერატორი! მართალია, მასზე ყოველგვარი წინასწარი თუ შემდგომი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე! მართალია, რომ მას არანაირი სერიოზული დაზიანება არა აქვს მიღებული! მაგრამ!!! საზოგადოება ითხოვს ძალადობის დამადასტურებელ კადრებს! ეს არ არის უბრალო ადამიანი! ეს – ოპერატორია!! და ეს არაა უბრალო ოპერატორი!! ეს – „მთავარი არხის“ ოპერატორია!!!

წინასწარ დიდი მადლობა აღნიშნული ძალადობის კადრების ჩვენებისათვის. ოღონდ ერთი თხოვნაა – არნახული სისასტიკის სცენების გამო, გთხოვთ თქვენს სიუჟეტს 18+ გრიფი დაადოთ!“, – წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.

მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები
mpn
მოწონება