Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ენტონი ბლინკენი: რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად იყენებს

მარშალ პრესი 30/10/2022
ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება.

„შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი, თავისსავე დაწყებულ ომში, საკვებს კვლავ იარაღად იყენებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, სურსათის გლობალურ ფასებზე და ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს“, – აცხადებს ბლინკენი.

მოსკოვმა შეაჩერა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან 9 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდა ექსპორტზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაბლოკა 2 მილიონ;ი ტონა მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც უკვე 176 გემზეა დატვირთული. „ეს მარცვლეული საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად“, – აცხადებს კულება.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, „მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში“ დაბრუნდეს.

Post navigation

Previous: ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, „მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში“ დაბრუნდეს
Next: პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.