Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დმიტრო კულება: რუსეთი „შიმშილის თამაშების“ განახლებას დიდი ხანია გეგმავს

მარშალ პრესი 30/10/2022
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთი დიდი ხანია გეგმავს მარცვლეულის შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრას, ახლა კი ცდილობს, თავისი ნაბიჯი გაამართლოს.

„მარცვლეულის დერეფნიდან“ 220 კილომეტრის მოშორებით, აფეთქებების ყალბი საბაბით, გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს, რომელიც უკვე 176 გემზეა დატვირთული. ეს მარცვლეული საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა. რუსეთმა შიმშილის თამაშების განახლების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და ახლა მის გამართლებას ცდილობს“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.

მოსკოვმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

Continue Reading

Previous: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი
Next: ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, „მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში“ დაბრუნდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025