გახარიასგან არ მოველოდი – ბონდო მძინარაშვილი

1012
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას განცხადებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უნდობლობა გამოუცხადა.

“გულახდილად! გიორგი გახარიას უნდობლობამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, – შემ-ზა-რა! რადგან ეს ეჭვი გამოთქვა არა უბრალოდ პოლიტიკოსმა, არამედ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა!

შემზარა იმიტომაც, რომ, გულახდილად ვამბობ, გახარიასგან არ მოველოდი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობას!
ალბათ, გახსოვთ, სატელევიზიო გადაცემებში არაერთხელ მითქვამს, რომ გახარია სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამორჩეული მოხელე იყო და, ამდენად, სწორედ მისგან არ მოველოდი სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას!

მე არ ვიცი, რამდენად ღრმა საფუძველი ჰქონდა გახარიას ეჭვს, რომ მისი ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას აპირებდნენ, ანდა რამდენად მყარი იყო მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს, ამ სამსახურის დასკვნებზე კი დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეული სამეურნეო ხასიათის გადაწყვეტილებები, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედი, როცა მათ საქმეს სასამართლო განიხილავს!

ზოგადად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მაღალ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ნამყოფ ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან მათ მიერ პოლიტიკური მიზნებით ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია საზოგადოებაში სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უნდობლობას აჩენს ან აღრმავებს, ხოლო უმძიმესი ზიანის გამოსწორებას, ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი, წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდება!

ამიტომაც მივმართავ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, მაღალი თანამდებობის პირებს:
ცოტა პასუხისმგებლობა არ გაწყენდათ, ბატონებო! მეტი უკეთესია!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება