Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 30/10/2022
ლლლლლ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინფორმაციით, ხვალ, 31 ოქტომბერს, კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 31 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – სამგორის დასახლებას, ვარკეთილის III მასივს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, კალოუბნის, შუამთის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, აეროდრომის I, II, VIII და X ქუჩებს, წულუკიძის, აბაშვილის, ონაშვილის, 17 შინდისელის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ნადარეიშვილის, ბოგდან ხმელნიცკის IV-ჩიხს, სამრეწველოს დასახლების 1 ქუჩას, საექიმოს, უჯარმის, მე-2 დოლაბაურის, აწყურის, ზინდისის, დოესის, ძევერის, გარეკახეთის, კობარეთის, შავი ზღვის, ნოსირის, თელავის, წურწუმიას, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ნიორაძის, ქურხულის, სამგორის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, – აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა
Next: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.