Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანა უნდა დაიფაროს მაღალი ხარისხის ინტერნეტით – მარიამ სულაბერიძე

მარშალ პრესი 29/10/2022
სულაბერიძე მარიამი

2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანა უნდა დაიფაროს მაღალი ხარისხის ინტერნეტით, – ამის შესახებ „ქრონიკა“-ში „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელმა მარიამ სულაბერიძემ.

„რაც შეეხება საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამას, პროგრამის ეფექტურად განხორციელება დაიწყო 2020 წლის ივლისიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტების მშენებლობა, დავიწყეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით და ქობულეთის ნაწილით და დღეის მდგომარეობით, 200 კმ-მდე ინფრასტრუქტურა უკვე აშენებული არის, რამაც უზრუნველყო დაახლოებით 40 000 მოსახლისათვის შეგვექმნა შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ მაღალი ხარისხის ინტერნეტი. რა შეეხება ამბიციურ გეგმებს, გეგმები მართლაც ძალიან ამბიციურია, რადგანაც 2025 წლის ბოლოსთვის, ეს არის მკაცრად განსაზღვრული თარიღი, რომელიც განსაზღვრულია, პროექტ “LOG IN GEORGIA”-ს პირობებით, ქვეყანა უნდა დაიფაროს მაღალი ხარისხის ინტერნეტით, ეს არის დაახლოებით 5000 კმ ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს, 1000 მდე დასახლებულ პუნქტს და აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ OPEN NET მაგისტრალს აშენებს იმ დასახლებული პუნქტებისათვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის 200 და მეტი, რაც შეეხება 200 ზე ნაკლებ მოსახლეობას, აქ უკვე სათემო ინტერნეტი განახორციელებს თავის პროექტებს და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ხდება მათი დაფარვა“, – განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

Post navigation

Previous: სეულში ჰელოუინის აღნიშვნის დროს მასობრივი ჭყლეტა მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 120, ხოლო დაშავდა 100 ადამიანი
Next: მძღოლს, რომელიც რუსთავში 3 წლის ბავშვს დაეჯახა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.