იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით – თეა წულუკიანი გახარიას პარტიაზე

481
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თეა წულუკიანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.

„ამ ეთერით ასევე მინდა ვისარგებლო და მოვუწოდო ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო! არსად არ მიდის ეს გზა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება