Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბინა გაქურდეს

მარშალ პრესი 29/10/2022
შსს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.

“როგორც მარლენ ნადირაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ბინაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც თავად ქალაქიდან იყო გასული. მან მითხრა, რომ ქურდობისას წაიღეს რამდენიმე ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ.ფლეშკა. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Post navigation

Previous: „რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი” – რას ამბობს დის მკვლელობაში ბრალდებული
Next: ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.