გეცათ ბატონებო , სამართლიანობის სუნი – ვირთხებს კასრში გამოკეტილებს, როგორც ემართებათ, ასე აწრიალდნენ ნაც მოძრაობის დამქაშები

846
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ვირთხებს კასრში გამოკეტილებს , როგორც ემართებათ , ასე აწრიალდნენ ნაც მოძრაობის დამქაშები . გეცათ ბატონებო , სამართლიანობის სუნი . შეშინდით, რომ ქართველი ხალხი არ აჰყვა თქვენს ავანტურას არ გიჭერთ მხარს და ყველანაირი ბინძური ხერხით ცდილობთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
პასუხები უნდა გასცეთ საზოგადოებას , პირისპირ და ნამდვილი.‼️
თქვენი ვინაობისა და
“საქმენი საგმირონის ” შესახებ.
ამიტომაც აღელდით ,ამუშავდა მანქანა , ეს დავწეროთ , ეს ვთქვათ , შანსი ხელიდან არ გაუშვათ , ოჯახებს მივადგეთ , ლაფში გავსვაროთ , არ გამოგივათ ‼️სააშკარაოზე გამოხვალთ ყველანი და ეს ცილისწამება კიდევ ერთი ბრალდება იქნება თქვენს წინააღმდეგ , მეთოდები დაგიძველდათ ბატონებო და კუდის მოქნევაც, ალბათ მთელი ბოღმით გინდათ , მაგრამ თქვენი კუდი იმ ტყუილების ხარჯზე იმდენად დამოკლდა , ვერ მოსვრით ვერავის თქვენივე ჩაწერილი, თქვენივე დანერგილი ბინძური მეთოდებით, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით შანტაჟია და უტიფრობა გყოფნით ეს სხვას გადააბრალოთ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი ბრძენია და არ ებმევა თქვენს მიერ დადგმულ სიბინძურეში.
მით უმეტეს, ვერც შანსს დააკლებთ იმას, რასაც ქვეყანა ასე გულისფანცქალით ელის.
ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოროტება, სისატიკე დასრულეს. ბოროტებას სიკეთეზე არასდროს გაუმარჯვია და ვერც ეხლა გაიმარჯვებს.‼️
PS: ჩემი მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს და მათ ოჯახებს, რომლებსაც ეს სადისტები აშანტაჟებენ პირადი ცხოვრებისა და ამა თუ იმ აუდიო და ვიდეო ჩანაწარებით. ქართველი ხალხი ბრძენია და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თქვენს გვერდით არის.” – წერს ოქიტაშვილი
კომენტარები
რეკლამა
მოწონება