საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია – მამუკა მდინარაძე

242
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

„მიმაჩნია, რომ შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტია, შევთანხმდით შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაზე. ეს პოლიტსაბჭომ დღეს დეტალურად, პუნქტობრივ დონეზე დაუდასტურა ჩვენს წარმომადგენლებს შესაბამის სამუშაო ჯგუფში, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა, თუ არ იქნება მეორე მხრიდან დესტრუქცია, საბედნიეროდ, ეს ნამდვილად არ ჩანს, ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ მინდა ვთქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება