Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამერიკელი კაცი თითქმის 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს

მარშალ პრესი 29/10/2022
32223435

აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს 69 წლის კაცი – მორის ჰასტინგსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1984 წელს აღმოჩნდა და 1988 წლიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ BBC წერს.

კაცის გათავისუფლებისა და უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი დნმ-ის ახალი მტკიცებულებები გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ დანაშაული არა მან, არამედ სულ სხვა კაცმა ჩაიდინა.

საქმე ეხებოდა რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობას, რომლის ცხედარიც 1983 წელს, თავისსავე ავტომობილის საბარგულში იპოვეს. ქალს თავში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. იკვეთებოდა სექსუალური ძალადობის კვალიც.

„აუტოპსიის დროს, მოკლულის პირის ღრუში სპერმა აღმოჩნდა. ჰასტინგსი დაკავების მომენტიდან უარყოფდა მომხდართან კავშირს, მაგრამ 2000 წელს, ოლქის პროკურორმა უარყო მისი მოთხოვნა, ჩატარებულიყო დნმ-ტესტი. საბოლოოდ, 2021 წელს, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დნმ-ის ტესტირება ჩატარდა. დადგინდა, რომ სპერმა ჰასტინგსის არ იყო“, – წერს BBC.

„მრავალი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო. თითს არავისკენ არ ვიშვერ, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ ახლა ჩემი ცხოვრებით ვისიამოვნო, ვიდრე დრო კიდევ დამრჩენია“, – ამბობს გათავისუფლებული.

დნმ-ის ახალი მტკიცებულებების მიხედვით, მასალა მიუთითებს სულ სხვა კაცზე, რომელიც სხვა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და ციხეში 2020 წელს გარდაიცვალა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
Next: დის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.