Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 29/10/2022
სხდომა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას.

აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას არაერთი მიმართულებით დაფინანსების გაზრდის და ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირების საშუალება მისცა.

Continue Reading

Previous: უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიშა ყაფლანიშვილს დღეს დაკრძალავენ
Next: შს სამინისტრომ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო, რისთვისაც დაკავებულია ერთი პირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025