Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებს აცნობენ

მარშალ პრესი 29/10/2022
აააააააააააააააააააააააააააააააა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამუშაო შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა; განიხილეს როგორც სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება, აგრეთვე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოთხოვნები იმპორტის განხორციელებისას.

ტრენინგში, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებმა, გადამამუშავებლებმა და სასაკლაოს წარმომადგენლებმა.

„ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სააგენტოსთვის და ამ მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მუდმივად აწვდის ინფორმაციას ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

Post navigation

Previous: პროკურატურამ, რუსთავში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ავტობუსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
Next: უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიშა ყაფლანიშვილს დღეს დაკრძალავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.